კატეგორიზაცია საჭირო გამოცდილების დონის მიხედვით

სამუშაო, ანუ პროფესია, არის ადამიანის როლი საზოგადოებაში. უფრო კონკრეტულად, სამუშაო არის აქტივობა, რომელსად ადამიანი ასრულებს ხშირად რეგულარულად და ხშირად „საარსებო წყაროს“, ანუ ანაზღაურების სანაცვლოდ. მრავალ ადამიანს აქვს რამდენიმე სამსახური, მაგალითად, იგი არის მშობელი, დიასახლისი და დასაქმებული. ადამიანს შეუძლია სამსახურის დაწყება დასაქმებულის სტატუსით, მოხალისეობრივი მუშაობით, ბიზნესის დაწყებით ან მშობლად ქცევით. სამუშაოს ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მოკლევადიანი, მაგალითად, საათობრივი, წლობით და მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგალითად, მოსამართლე.

საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ადამიანის გონებრივ ან ფიზიკურ ძალისხმევას, არის სამუშაო, ანუ „ყოველდღიური სამუშაო“. თუ ადამიანს მიღებული აქვს განათლება რომელიმე ტიპის სამუშაოსთვის, მას შეიძლება ვუწოდოთ პროფესია (მემანქანე, პოლიციელი, პროგრამისტი.მზარეული და ა. შ.). როგორც წესი, სამსახური არის ადამიანის კარიერის შემადგენელი ნაწილი. ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს იმით, რომ ადამიანი, როგორც წესი, პენსიაზე გადის სამუშაოს დასრულების შემდეგ, მაგრამ ეს არ ხდება პოსტიდან გადადგომის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

სამუშაოების ტიპები
სამუშაოები კვირაში საათების მიხედვით შეიძლება იყოს: სრულ განაკვეთი ან ნახევარი განაკვეთი. ისინი შეიძლება დაიყოს დროებით, შემთხვევით სამუშაოებად, სეზონურ, თვითდასაქმებულად ან კონტრაქტით დასაქმებულად.

სამუშაოები შეიძლება დაიყოს არაანაზღაურებად ან ანაზღაურებად სამუშაოებად. არაანაზღაურებადი სამუშაოების მაგალითებია მოხალისე, დიასახლისი, მენტორი, სტუდენტი და ზოგჯერ სტაჟიორი.

სამუშაოების კატეგორიზაცია შესაძლებელია საჭირო გამოცდილების დონის მიხედვით: საწყისი დონე, სტაჟიორი და პრაქტიკოსი, პროფესიონალი.

ზოგიერთი სამუშაო მოითხოვს სპეციფიკურ მომზადებას ან ცოდნას – აკადემიურ ხარისხს.

გამომუშავება  – ეს არის დამატებითი სამუშაო, ხშირად ღამით, ძირითადი სამუშაოს გარდა, როგორც წესი, დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ადამიანს, რომელიც დამატებითი გამომუშავებაზე მუშაობს, შეიძლება ცოტა დრო დარჩეს ძილისთვის ან დასასვენებელი აქტივობებისთვის.