საველე ფანდრაიზერი

ნახევარი განაკვეთი
  • ნახევარი განაკვეთი
  • თბილისი
  • 600 ლარი + ბონუსი

ვებგვერდი SOS ბავშვთა სოფელი

გახდი კარგი ამბების შემოქმედი

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”, აცხადებს  გარე გაყიდვების აგენტი/ საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას:

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული – 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი შესრულების მიხედვით;

 

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:

·        საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია;

·        შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;

·        ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;

·        ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

ჩვენ გეძებთ თუ:

·        ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;

·        გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;

·        ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული;

·        შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

·        მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

·        მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;

·        საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;

·        პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;

·        მნიშვნელოვანი მისიის “სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს” განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტაზე: khatia.simonishvili@sos-kd.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად, გაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელ. ფოსტაზე khatia.simonishvili@sos-kd.ge