Skip to content

NewJobs.ge

NewJobs.ge

  • მთავარი
  • ვაკანსიის კატეგორიები
  • ვაკანსიის დამატება
  • კონტაქტი
    • Home
    • მედია, გამომცემლობა
    • კომერციული დირექტორის მოადგილე
brandLogo
ადმინისტრაცია, სამდივნო მედია, გამომცემლობა

კომერციული დირექტორის მოადგილე

ზებრა გრუპი

     თბილისი   | გამოქვეყნდა:   01.09.2025 |   ბოლო ვადა:     15.12.2025  |  

“ზებრა გრუპი” – წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია – ეძებს კომერციული დირექტორის მოადგილეს.

კომპანია “ზებრა გრუპი” — წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში — ეძებს ენერგიულ და მიზანდასახულ პროფესიონალს კომერციული დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა (რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + ყოველთვიური ბონუსი სამუშაოს დაწყების მე-3 თვიდან

თქვენი როლი:

ახალი თანამშრომელი დაექვემდებარება უშუალოდ კომერციულ დირექტორსა და კომპანიის დირექტორს, ჩაბმული იქნება გაყიდვების, მერჩენდაიზინგის, პარტნიორებთან ურთიერთობისა და ბიზნესის განვითარების პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მართვა
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდების ორგანიზება ლოგისტიკის პარტნიორებთან;
** ინვოისებისა და ზედნადებების მომზადება rs.ge-ზე;
** ყოველდღიური კომუნიკაცია საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან;
** ახალი პროდუქტების სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა გაყიდვებისა და მარაგის მონაცემებთან დაკავშირებით.
** პროდუქტებისა და ბაზის მართვა
** საკონტაქტო ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (Excel);
** ახალი პროდუქტების კომერციული მონაცემების დამუშავება.
** მერჩენდაიზინგი
** მერჩენდაიზერების ყოველდღიური დავალებების დაგეგმვა და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი და პროცესის მონიტორინგი (კვირაში 1 დღე);
** ახალი სტენდებისა და ინსტრუმენტების შეთავაზება.
** ბიზნესის განვითარება
** ახალი მომხმარებლების მოძიება და ბაზრის გაფართოება;
** მარკეტინგული და კომერციული კვლევების/პროექტების მომზადება
** ღონისძიებები და ფესტივალები;
** კომპანიის წარმომადგენლობა წიგნის ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებზე.
** ონლაინ გაყიდვები და კომუნიკაცია
** Facebook-ის გვერდზე კომერციულ შეკითხვებზე პასუხი;
** პროდუქციის მარაგისა და ონლაინ გაყიდვების მართვა (საიტსა და პარტნიორ ვებგვერდებზე).
** ფინანსური ოპერაციები;
** პარტნიორი კომპანიების გადახდების მონიტორინგი;
** დროული კომუნიკაცია გადახდის დაგვიანების შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მაგ: კატეგორიის მენეჯერი საცალო ქსელში, გაყიდვების პოზიცია სადისტრიბუციო კომპანიაში და სხვ.);
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულება);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტიანი კომუნიკაცია.

თუ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “კომერციული დირექტორის მოადგილე”.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Post navigation

მიმღები/რეცეფციონისტი

მსგავსი ვაკანსიები

ადმინისტრაცია, სამდივნო პერსონალი, HR

მიმღები/რეცეფციონისტი

admin 01.09.2025

უახლესი ვაკანსიები

IT, ინტერნეტი, კომუნიკაციები ტრანსპორტი, ლოჯისტიკა

სისტემური ადმინისტრატორი

ტრანსპორტი, ლოჯისტიკა შესყიდვები, მომარაგება

საწყობის თანამშრომელი

ადმინისტრაცია, სამდივნო მედია, გამომცემლობა

კომერციული დირექტორის მოადგილე

ადმინისტრაცია, სამდივნო პერსონალი, HR

მიმღები/რეცეფციონისტი

NewJobs.ge