ვებგვერდი SOS ბავშვთა სოფელი
გახდი კარგი ამბების შემოქმედი
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”, აცხადებს გარე გაყიდვების აგენტი/ საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული – 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი შესრულების მიხედვით;
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
· საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია;
· შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
· ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
· ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
ჩვენ გეძებთ თუ:
· ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
· გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;
· ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული;
· შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;
ჩვენ გთავაზობთ:
· მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
· მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
· საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
· პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
· მნიშვნელოვანი მისიის “სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს” განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: khatia.simonishvili@sos-kd.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად, გაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელ. ფოსტაზე khatia.simonishvili@sos-kd.ge