ვებგვერდი შპს არგო ელექტრონიქს
DNS საქართველო აცხადებს ვაკანსიას კომერციული სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანია: DNS საქართველო
ლოკაცია: თბილისი, უშანგი ჩხეიძის 12
სამუშაო ფორმატი: ოფისი, 5/2
კომპანიის შესახებ
DNS წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო არჩევანზე წვდომის გამარტივებით და მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებით.
საქართველოში ვქმნით სისტემურ წარმომადგენლობას, რომელიც ეფუძნება:
· გასაგებ და სწორად წარმოდგენილ პროდუქტს
· მაღალი ხარისხის კონტენტს
· მომხმარებელთან ძლიერ კომუნიკაციას
ძირითადი მოვალეობები
· საბაჟო ორგანოებთან და RS.GE-სთან კომუნიკაცია
· მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა
· პროდუქციის ფასების მართვა და განახლება
· კონკურენტული გარემოსა და ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი
· პროდუქციის სტატისტიკური ანალიზი (კატეგორიებისა და SKU-ების მიხედვით)
· პროდუქტის მოთხოვნის პროგნოზირება ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით
· პროდუქციის განაწილების მართვა და ოპტიმიზაცია მაღაზიებს შორის
· საწყობებში მარაგების ოპტიმალური დონის უზრუნველყოფა
· არაეფექტური მარაგების იდენტიფიცირება და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· ძლიერი კომუნიკაციის უნარები და სწრაფი ადაპტაცია პროცესებთან
· ანალიტიკური აზროვნება
· ლოჯისტიკისა და განბაჟების ბიზნეს პროცესების ცოდნა
· დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების უნარი
· თვითორგანიზაციის მაღალი დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
· 1C-ის ცოდნა
· ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
· Excel-ის კარგი ცოდნა (პროგრამირების უნარები ჩაითვლება უპირატესობად)
ანაზღაურება: 2500 – 3100 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
რას გთავაზობთ
· მუშაობას მასშტაბურ და სწრაფად მზარდ პროექტში
· შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ ბრენდის განვითარებაში საქართველოში ნულიდან
· კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
· ინიციატივის და იდეების თავისუფლად განხორციელების გარემოს
· განაცხადის მიღება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით job@dns-shop.ge-ზე ან WhatsApp-ით +995 558 688 558-ზე.
ამ ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად, გაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელ. ფოსტაზე job@dns-shop.ge