შპს “თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს მრეცხავის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტერილიზაციოში, საოპერაციოებიდან და განყოფილებებიდან მიღებული სამედიცინო იარაღებისა და საგნების წმენდა და დეზინფექცია;
** მანუალური რეჟიმით დამუშავებული იარაღების გაშრობა;
** სასტერილიზაციო ჟურნალის შევსება.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: 17:00 საათიდან 23:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
** მისამართი: თევდორე მღვდლის 13.
ბენეფიტები:
- Todua cares- უფასო სამედიცინო მომსახურება;
- Fitpass;
- ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება).
- კომპანია თანამშრომლებს წელიწადში ორჯერ უზრუნველყოფს დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

